Description
ჯენერალ ფიტინგის კოლექტორი გამოიყენება გათბობისა და სანიტარული წყლის განაწილებისთვის. კოლექტორის დიზაინი იძლევა სხვადასხვა ზომის კოლექტორის დაწყვილების საშუალებას ისე რომ კოლექტორს გადაბმებში არ დასჭირდეს დამატებით თხევადი ან ლენტი პაკლი, რადგან აქვს მრგვალი რეზინი და ჩაკეტვის ფუნქცია. ხრახნის ზომა არის 1 დიუმი, ხოლო ადაპტორის თავაკების შემსვლელი ხრახნებია ½ დიუმი. კოლექტორის ადაპტორი არის ევროსტანდარტის „ბეჭდით“, მსგავსი კონუსი უზრუნველყოფს გაჟონვის თავიდან აცილებას და ამაგრებს ფლექსის მილს თითბერის გადამყვანზე.
კოლექტორი შესაფერისია სანიტარული, გათბობისა და გაგრილების დანადგარებისთვის. ხრახნების დიზაინი (შიდა და გარე ხრახნიანი შემსვლელ გამსვლელი) იძლევა ცხელი და/ან ცივი სქემების პარალელურად რეალიზაციის საშუალებას.