მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდით ჩვენს საიტზე არსებული კონტენტის გაცნობით. SHOP.SIBEL.GE არის შპს ,,სიბელი“ -ს ( ს/კ: 400178981) საკუთრება, რომელიც არეგულირებს ამ საიტის გამოყენების პირობებს. ნებისმიერი ვიზიტორი , რომელიც შემოდის საიტზე , ხდება საიტის „მომხმარებელი“ მომხმარებლის ინფორმაცია საიტის ზოგიერთი მახასიათებელი შეიძლება ითხოვდეს მომხმარებლის მხრიდან გარკვეული ინფორმაციის გამჟღავნებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამოიყენება შიდა დამუშავებისთვის , დაინტერესებულ მომხმარებელთან შემდგომი კომუნიკაციის გასამარტივებლად. შპს ,,სიბელი“ არ აკისრებს ვალდებულებას მომხმარებელს დატოვოს რაიმე სახის ინფორმაცია და მომხმარებელი აღიარებს, რომ საკონტაქტო ფორმის შევსებისას მის მიერ დაგენერირებული ნებისმიერი ინფორმაცია არის ნებაყოფლობით მოწოდებული. შპს ,,სიბელი“ იღებს ვალდებულებას რომ მოწოდებული ინფორმაცია არ იქნება დამუშავებული სხვა მიზნებისთვის, გარდა კომპანიის მიერ მომხმარებელთან დაკავშირებისა ინფორმაციის გაცვლის მიზნით. შპს ,,სიბელი“ არ მოითხოვს პერსონალურ ინფორმაციას , როგორიცაა:
• პირადი ნომერი
• საბანკო ანგარიში
• პლასტიკური ბარათის მონაცემები
• პაროლები
გარდა ისეთი შემთხვევისა, თუკი საქმე ეხება საიტზე რეგისტრაციას, ან რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშის ხარვეზს, ასეთ შემთხვევაში ვებ გვერდის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დაუკავშირდეს მომხმარებელს და მოსთხოვოს მას დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, ამ ინფორმაციის შენახვის პასუხისმგებლობას და მესამე პირებისათვის მიუწვდომლობაზე, პასუხს აგებს ვებ გვერდის ადმინისტრაცია, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც მიუხედავად ყველა აუცილებელი ზომის მიღებისა, ვებ გვერდის ადმინისტრაციას არ შეეძლო ამ საფრთხის თავიდან აცილება შპს ,,სიბელი“-ს სახელით მსგავსი შინაარსიის ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ ელ ფოსტაზე : info@shop.sibel.ge ; ამ საიტზე შემოსვლით, თქვენ ავტომატურად აღიარებთ , რომ ეს ინფორმაცია გაცნობილია თქვენთვის და თქვენს მიერ ამ ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში , შპს „ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურება“ იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე , რაც შეიძლება მოგადგეთ ამ ინფორმაციების გამჟღავნების საფუძველზე. ყველანაირი დავა წარიმართება თქვენი ხარჯებით და მომთხოვნის იდენტიფიცირების შემთხვევაში, აღიძვრება საქმე არა კომპანიის , არამედ კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ. მომხმარებლის ქცევა საიტის გამოყენებით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ: თქვენი ქმედებით ხელს არ შეუშლით შპს ,,სიბელი“-ს ან ნებისმიერ სხვას, საიტის გამოყენებაში. არ დაარღვევთ უსაფრთხოებას ან ავთენტურობას და არ ეცდებით მიაყენოთ არამართლზომიერი ან ნებადაურთველი დატვირთვა საიტის ინფრასტრუქტურას; არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას და არ გამოიყენებთ შპს ,,სიბელი“-ს საკონტაქტო ინფორმაციას შეურაცხმყოფელი, ვულგარული, პორნოგრაფიული, უხამსი, მუქარის ან სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის სავაჭრო ნიშნები: ეროვნული და საერთაშორისო სავაჭრო ნიშნებისა და უფლებების შესახებ კანონის მიხედვით პროდუქტის სახელის, კომპანიის სახელის, სავაჭრო ნიშნის, ლოგოს, მომსახურების ნიშნის, სლოგანების, პროდუქტებისა და დიზაინის ყველა უფლება, იმისდა მიუხედავად თუ რა ფორმითაა წარმოდგენილი, ექსკლუზიურად ეკუთვნის შპს ,,სიბელი“-ს ან სხვა უფლებამოსილ მფლობელს და დაცულია რეპროდუქციისგან, იმიტირების, მიმსგავსების, დამაბნეველი ან შეცდომაში შემყვანი გამოყენებისგან. ამ შეთანხმების ან სხვა პირობების შეთავსებით, რომლებიც მოცემულია ამ საიტზე, თქვენ შეგიძლიათ პირადი მოხმარების მიზნით გამოიყენოთ შპს ,,სიბელი“-ს მიერ მოწოდებული ბმული, რომელიც შეიცავს შპს ,,სიბელი“- ს სავაჭრო ნიშანს (შემდგომში-ბმულს) მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ განხორციელდეს გადამისამართება www.sibel.shop.ge-ზე. ამასთან, არ შეიძლება გადმომისამართდეს ისეთი ვებ გვერდიდან, რომლის შინაარსი ასახავს ან რეკლამირებას უწევს: პორნოგრაფიის, პარტიზანული მასალის, ასევე უნებართვო რეკლამა ცეცხლსასროლ იარაღის ან ნებისმიერ სხვა მოცემულობა ან რეკლამა, რასაც შეუძლია შპს ,,სიბელი“-ს რეპუტაციისა და პრესტიჟის შელახვა. საავტორო უფლებები საიტი (ტექსტი, გამოსახულება, ფოტოები, გრაფიკა, დიზაინი ასევე მათი შერჩევა, კოორდინირება, ასეთი მასალების მომზადება და სხვა სახის შინაარსი) დაცულია საქართველოს კანონმდებლობით საავტორო უფლებების შესახებ. თქვენ არ გაქვთ უფლება დააკოპიროთ, გადაამრავლოთ, გაავრცელოთ, გამოაქვეყნოთ, შეიყვანოთ მონაცემთა ბაზაში, აჩვენოთ, შეცვალოთ, შექმნათ მისგან წარმოებული ნაშრომები, გადასცეთ ან სხვა რაიმე გზით გამოიყენოთ საიტის რაიმე ნაწილი, გარდა პირადი გამოყენებისა. მესამე მხარის მასალა (კონტენტი) და ბმულები მესამე მხარის ვებ გვერდებთან საიტი შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის კონტენტს და ბმულებს სხვა ვებ გვერდებზე გადასასვლელად (შემდგომში-გადამისამართებულ საიტებს). შპს ,,სიბელი“ არ იწონებს, არ ასპონსორებს, არ უწევს რეკომენდაციას ან სხვა მხრივ არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერ გადამისამართებულ საიტზე. შპს ,,სიბელი“ ასევე არ აკონტროლებს გადამისამართებულ საიტებს და არ არის პასუხისმგებელი მათ შინაარსსა თუ უსაფრთხოების პოლიტიკაზე. გარანტიების და პასუხისმგებლობების შეზღუდვა საიტი წარმოდგენილია პირვანდელ მდგომარეობაში და იმ მახასიათებლებით, რაც მას გააჩნია. შპს ,,სიბელი““ არ იძლევა არავითარ, არც გამოხატულ და არც ნაგულისხმევ გარანტიას ვებ გვერდთან დაკავშირებით, მათ შორის დაურღვევლობის, სიზუსტის, საიმედოობის ან შესრულების ჩათვლით. არც ერთ შემთხვევაში, შპს ,,სიბელი“ არ არის პასუხისმგებელი პირდაპირ, შემთხვევით, შედეგობრივ, არაპირდაპირ, კონკრეტულ ან სადამსჯელო ზიანზე, რომელიც შესაძლოა საიტზე თქვენი შესვლის შედეგად მიიღოთ . გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთი იურისდიქცია არ აღიარებს გამონაკლისს ან კონკრეტული ზარალის შეზღუდვას, ჩვენი პასუხისმგებლობა ასეთი იურისდიქციის დროს განისაზღვრება კანონის მიხედვით. სხვადასხვა ჩვენ შეიძლება შევცვალოთ ეს პირობები ან საიტის სხვა მახასიათებლები ნებისმიერ დროს. „საიტის პოლიტიკა და გამოყენების პირობები“ წარმოადგენს საიტის გამოყენების შესახებ სრულ შეთანხმებას, ჩვენსა და თქვენს შორის. თუკი რომელიმე დებულება ჩაითვლება ძალადაკარგულად, ეს არ ვრცელდება დოკუმენტის დანარჩენ ნაწილზე. საიტზე შემოსვლის ყოველ ჯერზე თქვენ ავტომატურად ეთანხმებით, რომ გაცნობილი ხართ საიტზე შემოსვლის დროისთვის არსებულ „საიტის პოლიტიკა და გამოყენების პირობები“-ის ვერსიას.
shop.sibel.ge – არის ონლაინ შოპინგის კომფორტული პლატფორმა, სადაც ნებისმიერ დროს, სახლიდან გაუსვლელად,შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი ნივთები, საუკეთესო ფასად.